გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
30-01-2017, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროპის საბჭოს ჩართულობა კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში - საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრის მთავარი თემები იყო.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, სასამართლო რეფორმას, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობას.

 


მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა 2016-2019 წლებისთვის, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას ითვალისწინებს.

 


შეხვედრისას, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელშიც გენერალური მდივანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროსაბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელია დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი