სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში კულტურის სახლის ყოფილი შენობა იწვის. როგორც Guardian.ge-ს სიღნაღის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა განუცხადა, შემთხვევის ადგილზე კახეთის რეგიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები სრულად არიან მობილიზებული.
დავით ჯანიკაშვილი, რომელიც ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ ცეცხლის ჩაქრობას 16 სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
„ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა, ხის მასალა ანუ ჭერი და იატაკი მთლიანად დაიწვა. მუშაობს 16 ბრიგადა და სამი ბრიგადა გზაშია - მოდის დასახმარებლად.
ვფიქრობთ, რომ ხაძარი არ გართულდება და ლიკვიდაცია ძალიან მალე მოხდება. შენობა ამჟამად იყო უფუნქციო, თუმცა ქონება იყო მაინც", - განუცხადა Guardian.ge-ს დავით ჯანიკაშვილმა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების გარდა, საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.