სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის თქმით, სოფელ ტიბაანში კულტურის სახლის ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.
როგორც მან Guardian.ge-ს განუცხადა, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით, 18-19 სახანძრო მანქანა განაგრძობს მუშაობას. გამგებლის ინფორმაციით, შენობის ჭერი და კედელი მთლიანად დაიწვა.
„დაახლოებით, 19:40 საათზე დამირეკეს და შემატყობინეს ამბავი და მაშინ უკვე ერთი საათის გაჩენილი იყო ხანძარი. მე ამ წუთებში ისევ შემთხვევის ადგილზე ვიმყოფები. 95% სამუშაოების უკვე დასრულებულია, თუმცა, ბრიგადები ადგილზე რჩებიან და მცირე სამუშაოებს ახორციელებენ", - განუცხადა Guardian.ge-ს დავით ჯანიკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.