ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები შენობაში შესასვლელად მთავრობას ვადას 13:00 საათამდე აძლევენ
31-01-2017, 00:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის შენობაში შესვლასა და კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 13:00 საათამდე აძლევენ ხელისუფლებას დროს სავაჭრო ცენტრში შესაშვებად, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში ძალით შესვლას გეგმავენ.

 

 

სავაჭრო ცენტრის შენობას პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებულ რეჟიმში იცავდა.

 

 

უსაფრთხოების გაძლიერების განკარგულება შს მინისტრის მოადგლემ, მერაბ მალანიამ მას შემდეგ გასცა, რაც მოვაჭრეთა ნაწილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ღამის განმავლობაში ე.წ. ბავშვთა სამყაროს საცავში, სადაც ძვირფასეულობაა განთავსებული, შესაძლოა უცხო პირები შესულიყვნენ.

 


ოქროს ბირჟის კომერციული დირექტორის, ამირან მარიამიძის განმარტებით, შენობაში ე.წ, ბავშვთა სამყაროს თანამშრომლების შეშვება სიის მიხედვით მას შემდეგ მოხდება, რაც უსაფრთოხებასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდება.

 

 

მისი თქმით, „ნივთების დაკარგვის არავითარი საშიშროება არ არსებობს”.

 

 

სავაჭრო ცენტრში ხანძრის კერების ლიკვიდირება ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი