ლეონიდ თიბილოვი: საქართველომ ნატოში და დასავლურ სტრუქტურებში, ჩვენ კი რუსეთში ინტეგრაცია გადავწყვიტეთ
19-03-2015, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის იდეა ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ის არ განიხილება“. ამის შესახებ ოკუპირებული თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „იტარ-ტასთან“ საუბარში განაცხადა.

 


მისივე თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკის წინაშე ორი უმთავრესი ამოცანა დგას – სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის აღდგენა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საფრთხეებს შორის თიბილოვი პირველ რიგში საქართველოს ასახელებს და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ე.წ საზღვრის დაცვაში რუსეთის დახმარების მნიშვნელობაზე საუბრობს. „საქართველომ ნატოში და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა აირჩია. ეს მისი სუვერენული უფლებაა. ჩვენ კი რუსეთში ინტეგრაცია გადავწყვიტეთ. ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს მხრიდან 2008 წელს განხორციელებულმა აგრესიამ გვაიძულა," განაცხადა თიბილოვმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი