ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში მოვაჭრეთა შეყვანის პროცესი დაიწყო
31-01-2017, 01:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს ოქროს ბირჟის საცავებში შესვლის ნება დართეს. მათ კუთვნილი ძვირფასეულობის აღწერის და ფოტოგადაღების საშუალება გამომძიებლებთან ერთად აქვთ.

 

 

საცავებში გამომძიებლებთან ერთად ოთხ-ოთხი ადამიანი შედის. მათი შენობაში შეშვება სახელითა და გვარით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხდება.

 

 

როგორც შენობიდან გამოსვლის შემდეგ მოვაჭრეებმა განაცხადეს, სეიფში შენახული ძვირფასი ნივთები სრულად და დაუზიანებელი დახვდათ.

 

 

ამ წუთებში საცავებში ოქროს ბირჟის მოვაჭრეთა შეყვანა და მათი კუთვნილი ნივთების გამოტანა გრძელდება.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის თქმით, შენობაში ხანძრის კერები სრულად ლიკვიდირებული ამ დრომდე არ არის.

 

 

მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურისა და სამხარაულის ექსპერტთა რეკომენდაციით, შენობაში შესვლა მეხანძრეებს არ უხერხდებათ და ცეცხლის ჩააქრობა გარედან ხდება. ქაწაშვილის განმარტებით, სწორედ აღნიშნული განაპირობებს იმას, რომ ამ დრომდე ცეცხლის მცირე კერების ლოკალიზება ვერ მოხერხდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი