თბილისის ვიცე მერის, ლაშა აბაშიძის თქმით, მერია ე.წ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებას სთავაზობს.
აბაშიძის თქმით, სხვადაასხვა ბაზრების მეპატრონეებთან ამ საკთხზე კომუნიკაცია უკვე შედგა.
„ჩვენ გვქონდა ბაზრობების მესაკუთრეებთან კომუნიკაცია და მზად ვართ, რომ მათ ამის შესახებ შუამდგომლობა გავუწიოთ და არ შეწყვიტონ მათ საქმიანობა. დღეს ასევე რამდენიმე წუთში კონსოლიდირებული შეხვედრა გაიმართება თბილისის მერიაში, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. მათ შორის ფინანსთა სამინისტროც და ეროვნული ბანკიც. ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობა ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთოთ საფინანსო ინსტიტუტთან, რომ სასესხო ვალდებულებებზე, რაც ამ ხალხს გააჩნია გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ”, - განაცხადა აბაშიძემ.
ამ წუთებში სავაჭრო ცენტრის საცავებში ოქროს ბირჟის მოვაჭრეთა შეყვანა და მათი კუთვნილი ნივთების გამოტანა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.