თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და მოვაჭრეების პრობლემების გადაჭრის გზებზე სამსჯელოდ საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან.
მერიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონკრეტულ მექანიზმებზე მსჯელობენ.
თათბირის დაწყებამდე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდნიმე უწყების ჩართულობა, რათა სათანადო შედეგები მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში იქნეს მიღწეული და მეხანძრე-მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველივე წუთიდან დაიწყო აქტიური მუშაობა იმაზე, რომ სხვადასხვა უწყების აქტიური ჩართულობით მოგვეხერხებინა შედეგების სწრაფი ლიკვიდაცია. ასევე, გაგვეწია მაქსიმალური მხარდაჭერა დაზარალებულებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე უწყების აქტიური ჩართულობა და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს, რომ ერთის მხრივ, შევაჯამოთ გუშინდელი დღის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და მეორეს მხრივ, ვისაუბროთ დღევანდელი დღის აქტივობებზე, ღონისძიებებზე, რომლებიც უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება გასატარებელი, რათა მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში შევძლოთ სათანადო შედეგების მიღწევა.
დღეს, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები გვესწრებიან, რომლებიც ისაუბრებენ დაზიანებული საქონლის იდენტიფიკაციაზე, მის ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა საგადასახადო ვალდებულებები არ გაეზარდოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ისედაც მიიღეს ზიანი და ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება იმისათვის, რომ შეუმსუბუქდეთ დაზარალებულებს არსებული მდგომარეობა. ამასთან, როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებების კოორდინაციით კომერციულმა ბანკებმა და სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებმა გამოიჩინონ სოლიდარული პასუხისმგებლობა - გადაუვადონ კრედიტები იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ზიანი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და თითოეული საბანკო დაწესებულების ჩართულობა, ამ თვალსაზრისით, იქნება აუცილებელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა, ასევე, ხაზი გაუსვა საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა უახლოეს მომავალში პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც მოვაჭრეებს აქვთ. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ამ დროისათვის, მიმდინარეობს შენობის ცალკეული ნაწილების დროებით გამაგრების სამუშაოები და სამართალდამცველების თანხლებით ეტაპობრივად შედიან მოვაჭრეები გადარჩენილი ნივთების გამოსატანად.
რაც შეეხება ბაზრობების ასოციაციის ჩართულობას, თბილისის მერის თქმით, გუშინ რამდენიმე ბაზრობის ადმინისტრაცია დაუკავშირდა მერიას და დაზარალებულებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს ისინი 3-დან 6-თვემდე შეღავათიან რეჟიმში მოემსახურებიან.
თბილისის მერის განცხადებით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მერია შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, თუმცა ძირითადი და დიდი პასუხისმგებლობა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას ეკისრება.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე, „ბავშვთა სამყაროს“ და ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, ვიცე მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები - გიგა ნიკოლეიშვილი, ნატო ქიტიაშვილი, ნინა ხატისკაცი და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.