საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება „გაზპრომთან" მოლაპარაკებისას
31-01-2017, 05:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან" წარმოებულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

 

 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მიშველაძემ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ „რატომ მოხდა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციების შესუსტება".

 

 

„დღეს უკვე, თითქმის, აღარავინ დავობს იმაზე, რომ „გაზპრომთან“ ახალი პირობებით გაფორმებული ხელშეკრულება ძველზე უარესია, რაზეც ჩვენ განცხადება გავაკეთეთ ორი კვირის წინ და რასაც გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა....

 

 

პრეზიდენტის აზრით, ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მიზეზები კი, აუცილებლად დასადგენია. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, მათ შორის კი, ყველაზე მთავარს - რატომ მოხდა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციების შესუსტება. ამ კითხვებზე პასუხების მიღება ყველაზე მეტად მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე სახელისუფლებო შტოს - საქართველოს პარლამენტის ინტერესებში უნდა იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტისგან ხედვა, თუ როგორ მოხდება მომავალში მაინც, მსგავს შემთხვევებში, რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილება", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს შეასრულოს კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს ზედამხედველობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი