„მე ერთმნიშვნელოვნად გიფიქსირებთ პრეზიდენტის აზრს, რომ საქართველოს ყველა ჯარისკაცის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი,“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, „რუსეთისთვის ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემის შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს".
„ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და მძიმე იყო იმის გაგება, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა. რა თქმა უნდა, ეს არავითან შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს და თუ არსებობს მსგავსი პრეცედენტები სხვა ჯარისკაცებთან მიმართებაში, მე ერთმნიშვნელოვნად გიფიქსირებთ პრეზიდენტის აზრს, საქართველოს ყველა ჯარისკაცის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.