ეუთო-ს ექსპერტები სსსტც „დელტას“ ეწვივნენ
31-01-2017, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“ -ს ეუთოს ექსპერტები ეწვივნენ. ვიზიტი „დელტაში“ მიმდინარე პროექტის „საავიაციო რაკეტებისა და ბომბების გაუვნებელყოფა, გადამუშავება და განადგურება, ფეთქებადი ნივთიერების გამოდნობა საარტილერიო ჭურვებიდან“ ფარგლებში განხორციელდა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზნებს საქართველოს სამხედრო ბაზებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დატოვებული ვადაგასული და ჩამოწერილი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის არასანქცირებული გამოყენების, სხვა ქვეყანაში ან ტერორისტების ხელში მოხვედრის ალბათობის ნულამდე დაყვანა წარმოადგენს.

 

 

უწყების ინფორმაციით, პროექტი ასევე ზენორმატიული საბრძოლო მასალებისაგან გამოწვეული რისკების შემცირებას, ბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და გარემოს მოსალოდნელი ხიფათისაგან დაცვას ითვალისწინებს.

 


სამინისტროს განმარტებით, ეუთო-ს ექსპერტების ვიზიტის შემდეგ შემუშავდება შეფასების ანგარიში, რომელიც შეთავაზებული განადგურების და ტრანსპორტირების მეთოდოლოგიად იქნება გამოსაყენებელი და ასევე სამომავლო მოქმედებებისათვის შესაბამის რეკომენდაციებს უზრუნველყოფს.

 


ექსპერტები, ვიზიტის ფარგლებში, საარტილერიო ჭურვებისა და გასროლების განადგურებისა და ტრანსპორტირების ინსტრუქციებს გადახედავენ, რომლებიც სსსტც „დელტა“-ს მიერ მომზადდა.

 

 

საქართველოში ვიზიტით ექსპერტებს საშუალება მიეცემათ გადახედონ დედოფლისწყაროში უტილიზაციის საწარმოს და შეთავაზებული მეთოდოლოგიები “დელტას” ტექნოლოგებთან ერთად განიხილონ.

 


უწყების ინფორმაციითვე, პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობითა და მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი