ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, დილიდან სასოფლო გზების, ქუჩების სავალი ნაწილისა და ტროტუარების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„სამუშაობი ქობულეთის ცენტრალურ პარკშიც მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან გაიწმინდა ამფითეატრი და მრავალწლიანი ნარგავები.
„ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით ელექტროენერგია 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს ელექტოროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიანობამდე გაგრძელდება", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.