„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკრაინას სოლიდარობას უცხადებს
31-01-2017, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებისგან.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

 

 

„29 იანვარს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია გააქტიურა. შეტევა ხორციელდება დასახლებულ პუნქტ - ავდეევკაზე. რუსული შენაერთები აქტიურად იყენებენ "გრადი" ტიპის საარტილერიო დანადგარებს. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია. 24 საათის მანძილზე 3 დაიღუპა და 24 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. რამდენიმე ათასი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. ძლიერი ცეცხლის გამო სარემონტო სამუშაოები ვერ გრძელდება. საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზეც.

 


რუსეთის ფედერაცია ცეცხლის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. დღეს თბილისის დროით 19.00 სთ-ზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცი-ის მუდმივმოქმედი საბჭო საგანგებო სხდომას მართავს. დღესვე, იმართება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს სხდომაც.

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს და სტრატეგიულ პარტნიორს, უკრაინას. თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვდგევართ.

 

 

ამავე დროს, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებისაკენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში, რუსეთის ფედერაციაზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი