„ოქროს სამყაროს" წარმომადგენელი: 270 საცავიდან 264 გახსნილია და მეპატრონეებს ძვირფასი ნივთები გატანილი აქვთ
31-01-2017, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ოქროს სამყაროს" კომერციული დირექტორის, მირიან მარიამიძის თქმით, ე.წ. ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე არსებულ „ოქროს სამყაროს" 270 საცავიდან 264 უკვე გახსნილია და მეპატრონეებს ძვირფასი ნივთები გატანილი აქვთ.

 

 

მისი ინფორმაცით, ხვალიდან შენობაში ის ადამიანები შევლენ, რომელთაც ძვირფასი ნივთები დახლში ჰქონდათ შენახული.

 

 

„დღეს მუშაობა დასრულდება, ხოლო ხვალიდან დაიწყება იმ ადამიანების შეშვება „ოქროს სამყაროს“ ტერიტორიაზე, ვისაც დახლში ჰქონდა შენახული ძვირფასი ნივთები და ხანძარს გადაურჩა. შესაძლოა ეს ნივთები დაზიანებული იყოს, თუმცა, გამოდგება გადადნობისთვის ან სხვა დანიშნულებისთვის”, - განაცხადა მირიან მარიამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ე.წ. ბავშვთა სამყაროში დღეს მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანა მას შემდეგ დაიწყო, რაც გამაგრებითი სამუშაოები შესრულდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი