აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ადასტურებს, რომ გერონტი ცატავა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული და გალის ე.წ იზოლატორში იმყოფება, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, მათ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით გადაამოწმეს, სადაც ცატავას დაკავება დაუდასტურეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ საქმეზე ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს მუშაობას. თუ არ მოხდა გერონტი ცატავას უახლოეს პერიოდში გათავისუფლება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის საკითხს 22 თებერვალს ჩანიშნულ IPRM-ის შეხვედრაზე განიხილავს”, - განმარტავენ სუს-ში.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გალის რაიონში მცხოვრები 52 წლის გერონტი ცატავა შეიარაღებულმა პირებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. გატაცებულის და მადონა ცატავა აცხადებს, რომ გამტაცებლები ოჯახს 200 ათას რუსულ რუბლს სთხოვენ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, გერონტი ცატავას 10-12 წლამე პატიმრობით ემუქრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.