გიგლა აგულაშვილი სამეგრელოში მონადირეებს შეხვდა
01-02-2017, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, მონადირეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

 


გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონადირეები, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბანზე და მის მიმდებარედ 500 მ-იან მონაკვეთში ნადირობის უფლებას ითხოვენ. მონადირეების პროტესტი იანვრის თვეში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა გამოიწვია, რომლის დროსაც პარკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, უკანონო ნადირობის და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების.

 


მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული. კოლხეთის დაბლობი ფრინველთა მიგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს, სადაც 194 სახეობის ფრინველი გვხვდება.

 


„კოლხეთის ეროვნული პარკის არსებობა მიზნად გადამფრენი ფრინველების და მათი ჰაბიტატების დაცვას ისახავს. სწორედ ამიტომ არის ტერიტორიზე ნადირობა აკრძალული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზონის მიღმა გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში ნადირობა დაშვებულია.

 


აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სამინისტრომ ადგილობრივ მონადირეებს შესაბამისი ტერიტორიის მოძიების შემთხვევაში, კოლხეთის განვითარების ფონდის საშუალებით ხოხბის საშენის მოწყობასა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებაში ფინანსური დახმარება შესთავაზა, თუმცა მონადირეების მხრიდან შეთავაზებას განვითარება არ მოჰყოლია", - განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი