მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ახლა გვყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს ზემოდან ქვემოთ
19-03-2015, 08:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დემონსტრაცია პარტიულ მიზნებს არ ემსახურება. მისი მთავარი მიზანი საქართველოსთვის უკეთესი მომავლის შექმნა და სწორ გზაზე დაბრუნებაა. სააკაშვილის აზრით, იმისათვის, რომ "კორუფცია, ნეპოტიზმი, დანაშაულის ახალი ტალღა, რომელიც არსებობს, არ იყოს შეუქცევადი, საჭიროა, რომ ხალხმა კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად გამოხატოს ეს აზრი".

 

 

“ეს არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” აქცია. დღეს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა ვხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. თუ ჩვენ გვსურს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ იყოს შეუქცევადი, თუ გვსურს, რომ ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა და პირდაპირ რომ ვთქვათ “გაბანძება” არ იყოს შეუქცევადი, თუ გვსურს, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი, დანაშაულის ახალი ტალღა, რომელიც არსებობს, არ იყოს შეუქცევადი, საჭიროა, რომ ხალხმა კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად გამოხატოს ეს აზრი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ხდება. ჩვენ ახლა გვყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს ზემოდან ქვემოთ. ხალხმა ასეთ მთავრობას უნდა მიუთითოს თავისი ადგილი. მთავრობა არის არა იმისთვის, რომ პრემიები გამოიწეროს, არამედ იმისთვის, რომ რთულ პერიოდში დაიცვას ქვეყანა და ემსახუროს ხალხს. ძალიან მარტივია. ამიტომ, ეს აქცია არის ბევრად მეტი, ვიდრე პოლიტიკურ ინტერესებზე აგებული აქცია. ეს არ არის საარჩევნო აქცია, ეს არის ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე დაბრუნებისთვის ბრძოლა," განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი