ნინოწმინდისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც Guardian.ge-ს ნინოწმინდის გამგეობიდან აცნობეს, შეხვედრაზე 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე ჰქონდა აღებული, შესრულებულია.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები 2017 წელსაც განხორციელდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები კი ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის დანიშნულებისამებრ გადანაწილდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.