შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის, დავით გელაშვილის განცხადებით, ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 13 000 კვადრატული მეტრია დამწვარი.
როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის ცალკეული ლოკალური კერების დაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„შენობის არამდგრადი მდგომარეობის გამო შიგნით შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, არ არის გამორიცხული, დარჩენილი იყოს ცალკეული ლოკალური კერები, 13 000 კვადრატული მეტრის გაკონტროლება კვადრატულ მეტრებად შეუძლებელია. არსებული ტექნიკა, და მეხანძრე-მაშველები აქ სწორედ უსაფრთხოების გამო იმყოფებიან.
დაზარალებულებს შეშვება-არ შეშვება ჩემს კომპეტენციას აღემატება, თუმცა ვაცხადებ, რომ შენობაში შესვლა არის ძალიან საშიში, რადგან შენობა არ არის უსაფრთხო და ნებისმიერ წამს შესაძლებელია რაიმე ჩამოვარდეს ან ჩამოინგრეს. უსაფრთხოების თვალსაზრისით შეუძლებელია ამ შენობაში შესვლა“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
ცოტა ხნის წინათ, ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდენარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე ვერცხლით მოვაჭრეები არიან შეკრებილი. დაზარალებულები შენობაში შესვლას და საკუთარი პროდუქციის ნახვას მოითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.