გიორგი მღებრიშვილი: საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების მიმართულებით
01-02-2017, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ქრისტიან დანიელსონს შეხვდა.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეძენილი აღჭურვილობის გადმოცემის საკითხები განიხილეს და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია გაიმართა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული დაკვირვებისა და სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

 

 

ღონისძიებას ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელები, შსს-ს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

„დასავლური ღირებულებები, დასავლური სტანდარტებისკენ სწრაფვა - ჩვენი არჩევანია. საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების მიმართულებით. ამ პროცესში ევროკავშირი და პარტნიორი ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ.

 

 

აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართული დანაყოფებისთვის არაერთი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარების პროგრამა განხორციელდა.

 

 

სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია დღევანდელი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული დაკვირვების სისტემებისა და სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების დანადგარების გადმოცემას“ - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი