ლევან იზორია: აზერბაიჯანთან თანამშრომლობის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს წელს და ერთად აუცილებლად განვახორციელებთ
01-02-2017, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა.

 


თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

 


თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან სტრატეგიული დონის ურთიერთობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ საქართველოში აზერბაიჯანელი კოლეგის დაგეგმილი ვიზიტისა და სამმხრივ ფორმატში - საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

 

 

„ერთი თვის წინ, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ დონეზე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს შევხვდით და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. წელს ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება აზერბაიჯანთან. კერძოდ, ჩვენ ველოდებით აპრილის თვეში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, კიდევ ერთხელ განვიხილავთ და განვახორცილელებთ 2017 წლის თავდაცვის თანამშრომლობის გეგმის მიხედვით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ასევე, შესაძლებლობა გვაქვს სამმხრივ ფორმატში თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დავგეგმოთ ერთობლივი წვრთნები და ის გეგმები, რომლებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებით გვაქვს ამ ქვეყნებთან გათვალისწინებული. ასე რომ, თანამშრომლობის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს წელს და აზერბაიჯანთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


თავდაცვის მინისტრმა მეგობარი სახელმწიფოს ელჩთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.

 


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშის მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი ფუად იბრაჰიმოვი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი