სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიკე რენატე პაიჩს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, კახა კახიშვილმა ელჩს ბოლო წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს მთავარ მიზანს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, რომელის მიზანი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა, ცვლილება შევიდა 40-მდე კანონში და ერთი თვისობრივად ახალი კანონი იქნა მიღებული.
„უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პენიტენციური ჯანდაცვა. პარალელურად, განხორციელდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით შეფასება და კლასიფიკაცია. მნიშვნელოვანი პროგრესია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება“, - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.
ჰაიკე პაიჩმა საქართველოსადმი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერა დაადასტურა და მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის პენიტენციური და პრობაციის სისტემების კუთხით.
„სასჯელაღსრულების მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. ვფიქრობ, საინტერესო და თანამედროვე რეფორმები გაქვთ დანერგილი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხრივ გადადგმული ნაბიჯები. მსჯავრდებულებს პროფესიული განათლების მიღების საშუალება აქვთ. ასევე, ისინი შეძლებენ დისტანციურად დაეუფლონ უმაღლეს განათლებასაც. შთამბეჭდავია ონლაინ მაღაზიის პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საკუთარი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ჰაიკე პაიჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.