შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, უკრაინაში ქართველ სამხედროებს „რაიმე საშიშროება და საფრთხე" არ ემუქრებათ.
როგორც მან „რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში მყოფ საქართველოს არც ერთ მოქალაქეზე, კონკრეტულად კი არც ერთ სამხედრო პირზე ინტერპოლით ძებნა არ ხორციელდება.
„ვინც არიან უკრაინაში, საქართველოს მოქალქეების და კონკრეტულად ჯარისკაცების ძებნა ინტერპოლით არ ხორციელდება. არავინ, გარდა, გიორგი ცერცვაძისა, ასეთი ქეისი არ გვაქვს რომ ვინმე იძებნებოდეს ინტერპოლით. ან ვინმეზე იყოს რამე ინფორმაცია გადაცემული ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჯარისკაცებს. რაიმე საშიშროება, საფრთხე ქართველ ჯარისკაცებს ამ კუთხით არ ემუქრებათ", - განმარტა შს მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.
ქართველი სამხედროს პატიმრობიდან გათავისუფლება 26 იანვარს მოხდა, თუმცა, მისი რუსეთში საექსტრადიციო წარმოება გრძელდება. ვიდრე ძიება არ დასრულდება, ცერცვაძე უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს. ძიების ვადა 40 დღეა. ქართველი სამხედრო უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.