ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციას მხარს უჭერს. მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, საიედ კამალმა დაუდასტურა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში მხარდაჭერისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფის ლიდერთან, საიდ კამალთან. რასაკვირველია, პირველ რიგში, ჯგუფის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჯგუფი უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ეს არის ჯგუფის პოზიცია. საიედ კამალი დაინტერესდა საქართველოში, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. საუბრის თემა იყო, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან. ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს მხარი დაუჭიროს დემოკრატიული განვითარების და განმტკიცების პროცესში და ასევე, დაეხმაროს ქართულ მხარეს გაერთიანებულ სამეფოში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაშიც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.