ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. ქობულეთის გამგეობის ცნობით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები.
„ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით ელექტროენერგია 180-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს ელექტოროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
გამგეობის ცნობით, მთელი დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მძიმე ავადმყოფთა სტაციონარში გადაყვანასა და ჩახერგილი მანქანების ამოყვანას უზრუნველყოფდნენ. გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიანობამდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.