ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თავდაცვის აკადემიას სტუმრობდა
01-02-2017, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპიკერების პროგრამის ფარგლებში, დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი კესტუტის იანკაუსკასი იმყოფებოდა. 

 

 

მისიის ხელმძღვანელმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისა და სამხედრო ინსტრუქტორებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონტექსტში“.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ლექციის მსვლელობისას ელჩმა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე ისაუბრა, მან ყურადღება ასევე, გაამახვილა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობის მნიშვნელობაზე.

 


სტუმარმა ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დაასრულა. მომავალი ოფიცრების შეკითხვები ძირითადად ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას ეხებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი