ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენჯამინ ნეთანიაჰუს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისი " სანიმუშო ლიდერობა და ქვეყნისადმი ერთგულება უზრუნველყოფს ისრაელის სახელმწიფოს წარმატებას."
"გულწრფელად გილოცავთ პარტია „ლიკუდის“ გამარჯვებას ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სანიმუშო ლიდერობა და ქვეყნისადმი ერთგულება უზრუნველყოფს ისრაელის სახელმწიფოს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.
ჩემთვის სასიხარულოა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას ასაზრდოებს ჩვენი ნება და სწრაფვა, გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა. ამის გათვალისწინებით, იმედის თვალით შევყურებ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ წარმატებებს მომდევნო თვეებსა და წლებში.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და ებრაელ ხალხს წარმატება და წინსვლა," ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.