სტამბულის ფსიქიატრიული კლინიკის ერთ-ერთ პალატაში შეიარაღებული მამაკაცი ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
როგორც აღნიშნული ფსიქიატრიული კლინიკის მთავარი ექიმი აცხადებს, მამაკაცს მძევლები არ აუყვანია.
„ჩვენ მძევლებთან დაკავშირებით არანაირი კრიზისი არ გვაქვს", - თქვა ექიმმა.
მისი თქმით, მამაკაცი ასე მას შემდეგ მოიქცა, რაც ექიმმა სტაციონარული მკურნალობა ურჩია.
ექიმის ინფორმაციით, თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა, ხოლო შეიარაღებულ პირთან პოლიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
თურქული მედია თავდაპირველად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა საავადმყოფოს პერსონალი აიყვანა მძევლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.