ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
02-02-2017, 00:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 

 

ევროპარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ქართველ დეპუტატებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

ანტონიო ტაიანიმ ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკური რეფორმებისა და სხვადასხვა მიმართულებით, ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაც.

 

 

„ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოვხატეთ მადლიერება იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის არსებობს და გამოვთქვით სურვილი, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ ევროპარლამენტთან ორმხრივ, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმებიც და ევროპარლამენტი მზად არის, რომ განიხილოს ეს ორმხრივი თანამშრომლობა სპეციალურად ასეთი ფონდის დაფინანსებით. ასე, რომ ვმუშაობთ ამ კონკრეტულ მიმართულებაზეც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

 

 

ანტონიო ტაიანისთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები:თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი