ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადში დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
ხელვაჩაურის გამგეობის ცნობით, სახლის ნანგრევებში 5-სულიანი ოჯახი მოყვა. მათგან სამი დაშავებულის გადარჩენა უკვე მოხერხდა, ერთი ადამინი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთის - 21 წლის ახალგაზრდის ნანგრევებიდან ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, გადარჩენილთაგან ერთ-ერთი ორსული ქალბატონია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. მის გარდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები იმყოფებიან.
„მუნიციპალიტეტში, თოვლის გამო სახლების ნგრევის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ამ ორი დღის განმავლობაში. სამწუხაროდ ამჯერად გვაქვს მსხვერპლი. გარდაიცვალა ოჯახის უფროსი თამაზ გორგაძე. ოჯახი არაა სოციალურად დაუცველი. მე მოვუწოდებ მოსახლეობას გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები", - აცხადებს ნადიმ ვარშანიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.