მიხეილ ჯანელიძე ვიზა-ლიბერალიზაციაზე: ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში
02-02-2017, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე კენჭისყრის პროცესს ეხმაურება.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ბევრი რეფორმა განახორციელა იმისთვის, რომ „საქართველო, საქართველოს მთავრობა და ქვეყანა გამხდარიყო სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის".

 

 

„ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში.... ეს რეფორმები განხორციელდა 2013 წლის დასაწყისიდან და ჩვენ ამით მივიღეთ შესაძლებლობა, რომ უკვე პოლიტიკური მსჯელობა დაწყებულიყო საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს არის 90 დღით შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მოკლევადიანი ვიზიტებისთვის,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ასევე განმარტა ის წესები, რომელიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების შემდეგ იმოქმედებს.

 

 

„ეს არ გულისხმობს დასაქმების შესაძლებლობას ანუ შრომით უფლებებს შენგენის ზონაში თუ ევროკავშირში და ის ხელშემწყობი იქნება ბიზნეს ურთიერთობებისთვის, ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის. ტურისტული მიზნებით ვიზიტებისთვის თუ სხვა ტიპის მოგზაურობისთვის, რომელიც გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტებს ევროკავშირში,“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდონ წესებს და დაიცვან ისინი.

 

 

ევროპარლამენტმა დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესახებ რეგულაციას კენჭი უნდა უყაროს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი