სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ცისანა შარტავას განცხადებით, გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა გერმანიაში მოხდება.
”პატრიარქის თვითგრძნობა დამაკმაყოფილებელია. შეიძლება ითქვას კარგია. ექიმის ენით რომ ვთქვათ, მას ჩივილები არ აქვს, მაგრამ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დეკემბერში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოიკვეთა ნაღველკენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება. მაშინ ყველაფერი სასიკეთოდ ჩათავდა, მაგრამ სამი დღის წინ იყო ხანმოკლე ტემპერატურული რეაქციის ეპიზოდი. მას თვითშეგრძნების მხრივ სხვა არაფერი ჰქონდა, მაგრამ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია შემდგომი გართულება, ამიტომ სპეციალისტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ”, - განაცხადა ცისანა შარტავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სრულიად საქრათველოს კათოლიკოსს-პატრიარქს თან გაყვა ცისანა შარტავა და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.