ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა მიმდინარეობს
02-02-2017, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა რამდენიმე წუთის წინათ დაიწყო.

 


სხდომაზე სიტყვით მომხსენებელი მარია გაბრიელი გამოდის. მან საქართველოში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ნაკისრი ყველა ვალდებულება.

 

 

მარია გაბრიელიმ საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის მადლობაც გადაუხადა. ​

 

 

"ეს პროცესი ჩვენთვის არ გახლავთ ადვილი თუმცა საქართველოს და ევროკავშირის მოქალაქეები ისწრაფიან იმისთვის, რომ ამოქმედდეს უვიზო რეჟიმი სწორედ ამიტომ ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს საკანონმდებლო ცვლილების შესახებ და ეს რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებულ რეგულაციასთან ერთად და ამის შემდეგ რაც იქნება ჩატარებული მოლაპარაკებები.

 

 

ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს ქმედებებში და მხოლოდ ერთ საკითხს ვაქცევთ ყურადღებას. თუკი დაკმაყოფილებული იქნება ეს მოთხოვნები., მაშინ ვიზალიბერალიზაციის მიღწევაც შესაძლებელია.

 

 

ჩვენი მთავარი მიზანია რომ სწრაფი შედეგები დაფიქსირდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოში და ამას შეჩერების მექანიზმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და უვიზო რეჟიმი იქნება საბოლოო ძალისხმევის შედეგი.

 

 

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული მიდგომებისთვის. საქართველო აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს იმ რომლებიც გახლდათ აუცილებელი,“ - განაცხადა მარია გაბრიელიმ.

 

 

განხილვის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 14:30 საათისთვის საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი