„საქართველო სამაგალითოა იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს და სთავაზობს ვიზა-ლიბერალიზაციას თავის მოქალაქეებს,“ - განაცხადა ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს.
ავრამოპულუსმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხდა იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვის დროს.
მისი თქმით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომლისთვისაც 2012 წლის ივნისიდან ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„საქართველო ახორციელებს ყველა რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეს ძალისხმევა დაფასდა. ევროკომისიამ შეაფასა ქართული მხარის მიერ გატარებული სამუშაო და გამოვიდა შეთავაზებით, რათა 2016 წლის მარტში გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ,“ - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულუსმა.
განხილვის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 14:30 საათისთვის საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.