ევროპარლამენტარი ვიკი მაიერი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ფართო მსჯელობა უნდა შედგეს. ამის მიზეზად ევროპარლამენტში დებატებისას სიტყვის გამოსვლისას მან, ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელა.
"ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ გვჭირდება ვიზა-ლიბერალიზაცია, ვინაიდან ვიზა-ლიბერალიზაცია კიდევ უფრო გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულს. თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს საქართველოდან, საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე და მეორე მხარე რომელიც შედეგად მოჰყვება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა,“-განაცხადა ვიკი მაიერმა.
ამ წუთებში ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა- ლიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაცია ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.