„დღეს გვაქვს ძალიან კარგი საბაბი იმისათვის, რათა მივულოცოთ როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს.
„დღეს გვაქვს ძალიან კარგი საბაბი იმისათვის, რათა მივულოცოთ როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს. საქართველომ ევროპეიზაციისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს პროგრესი სხვადასხვა სფეროში, კორუფციასთან ბრძოლის, მართლმსაჯულების, საზღვრის კვეთის კონტროლის მხრივ ძალიან დიდია. საქართველოს მსურს საუკეთესო სურვილები ვუსურვო. კოლეგებო, ვაღიაროთ, რომ ეს ფაქტი უნდა მივულოცოთ ევროკავშირს, რადგან ის დღეს იწყებს პარტნიორობის, თანამშრომლობის მშენებლობას და არა ომს, როგორც დღევანდელი მსოფლიოს ზოგიერთი სახელმწიფო იქცევა,“ - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
ამ წუთებში ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა- ლიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
განხილვის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 14:30 საათისთვის საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან.
სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაცია ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.