ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. იგი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიტინგებს მართავენ, "ხვალ მანიფესტაციებზე გადავლენ, ზეგ მასობრივ შიმშილობებს დაიწყებენ და შორს არაა ის დრო, როდესაც “მოლოტოვის კოქტეილებით” ხელში გამოჩნდებიან რუსთაველის გამზირზე." სადღობელაშვილი ამბობს, რომ მის თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლის ახალი და უფრო მძლავრი ეტაპის დაწყებას აპირებს.
“ნუთუ ვერ ან არ ხვდებით, რომ „თავისუფალი თაობის“ და პირადად ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ ნაცბანდამ აამუშავა მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა.ზოგიერთი თქვენგანი, რომელიც თბილად სხედხართ კომფორტულ გარემოში, არც აინტერესებთ ნაცბანდელებს, რადგან თქვენგან საფრთხეს ვერც ვერასოდეს გრძნობდნენ და ვერც იგრძნობენ (სხვა საფუძვლიან ეჭვებზე თქვენს ნაცებთან ფარულ მეგობრობაზე რომ არ ვისაუბროთ) მათი სამიზნე ის ადამიანები ვართ, რომლებიც უკომპრომისოდ ვებრძოდით, ვებრძვით და ვიბრძოლებთ ნაცბანდის წინააღმდეგ, ჩვენი ეშინიათ და თქვენი არასოდეს შეეშინდებათ, ეშინიათ და ესაა მიზეზი იმ ბინძური კამპანიისა, რომელიც უშუალოდ სააკაშვილი-ბოკერიას ხელმძღვანელობით განვითარდა. პატივცემულო “კეთილისმსურველებო“,- თქვენგან თანადგომას არც ველით და არც გვჭირდება, უბრალოდ ხელს ნუ შეგვიშლით, თქვენი უუანარობის და ნაცების ფარული სიყვარულის გადასაფარად ნუ მოინდომებთ ზურგში დანა ჩაგვცეთ, თორემ არც ისე შორსაა ის დღეები, როდესაც იძულებულნი გავხდებით, ნაცბანდასთან ერთად დავიწყოთ ყველა იმ მოღალატის მხილება-ლუსტრაციის პროცესი, რომლებიც თავისი ქმედებებით ხელს უწყობენ დამნაშავე ძალის – „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობას. ნაცბანდა ყველაზე მეტად ჩვენს გაჩერება-შეჩერებას ლამობს, რადგან გამოვაცხადეთ თუ არა მორატორიუმი 21 მარტამდე, მყისვე აღმოცენდნენ და ფრთები გაშალეს “თავისუფალმა ზონამ” თუ სხვა მარგინალურ-ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა. დღეს ისინი მიტინგებს მართავენ, ხვალ მანიფესტაციებზე გადავლენ, ზეგ მასობრივ შიმშილობებს დაიწყებენ და შორს არაა ის დრო, როდესაც “მოლოტოვის კოქტეილებით” ხელში გამოჩნდებიან რუსთაველის გამზირზე. სამწუხაროდ, ამ უკომპრომისო ბრძოლაში მარტონი ვართ, მარტონი ქართული საზოგადოების პროგრესულ ნაწილთან ერთად და შინაური თუ გარეული მტერი ჩვენს განადგურებას ცდილობს, ჩვენს განადგურებას, რადგან არავისგან ვიმართებით და ჩვენი წამმართველი ჩვენი სამშობლოს სიყვარულია.
ბოლოს გვინდა კარგად მოისმინოს ყველა მტერმა (შინაურია თუ გარეული) – ჩვენი შეჩერება შეუძლებელია, რადგან ვიცით ყველა ის საფრთხე, რომელიც საქართველოს უბოროტესი მტრებისგან მომდინარეობს და ჩათვალეთ, რომ ჩვენ იმ იუნკერების შთამომავლები ვართ, რომლებიც წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში წავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ. თუ რა ბედი ელოდათ მათ. ღალატი და ორპირობა ვერასოდეს გაიმარჯვებს. ამიტომ ყველა კეთილი ნების პატრიოტს მოვუწოდებთ, რომ გაახილოს თვალი და დაინახავს, თუ ვის ებრძვიან ყველაზე გამეტებით საქართველოს მტრები ნაცმოძრაობის სახით, ებრძვიან იმათ, ვინც მოუსყიდველია და ვისგანაც საფრთხეს გრძნობენ. ჩვენ ბრძოლის ახალ და უფრო მძლავრ ეტაპს ვიწყებთ, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს ჩვენი სამშობლოს მტრებს. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ საქმეში!” ნათქვამია სადღობელაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.