ირაკლი კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ „ისტორიულ გადაწყვეტილებას" ულოცავს
02-02-2017, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრას ესწრებოდა, საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას ულოცავს.

 


„დღეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით, მივიღეთ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა ევროპული პარლამენტისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურება, დამსახურება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპულ პარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც განსაკუთრებული,პერსონალური წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში, მთავრობის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს,ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ნატალია საბანაძეს. არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, ამ მიზნების განხორციელებაში და თითოეულ მათაგნს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა“,- განაცხადა კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი