გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებთან ერთად, ევროპარლამენტის სესიის ტრანსლირებას ადევნებდა თვალს, რომელზეც ევროპარლამენტმა საქართველოსათვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას უყარა კენჭი და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დიპლომატებს მიმართა და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისათვის მადობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს, ვინც იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევის ნაწილი და ასევე, დიდი მადლობა ელჩებს იმ არაჩვეულებრივი საქმისთვის, რაც საქართველოში გააკეთეს.
მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მეგობარ ერებს, მინდა მადლობა გადავუხადო ასევე, დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო როგორც ძველი, ასევე ახალი პარლამენტის წევრებს, რადგან ისინი ღირსეულად ემსახურებოდნენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დააკისრა, რათა შეერთებოდა საქართველო ევროპას. ასე რომ, დიდი მადლობა ყველას და გილოცავთ!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.