ქობულეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.
ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ სტიქიით დაზარალებულები მოინახულა, არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიამ ხუთი ოჯახი დააზარალა, მათ შორის, ორის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახები უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილნი.
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის ადგილობრივი კომისია შეისწავლის.
ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.