არჩილ თალაკვაძე: დღეიდან ევროპა გადადის უბრალო ადამიანების გულებში
02-02-2017, 08:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის ერთსულოვანი, დადებითი და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

 

მისივე თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და სიგნალი ევროკავშირის მხრიდან.

 

 

„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის ერთსულოვანი, დადებითი და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აქვს ძალიან მტკიცე და შეუვალი არჩევანი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ის საშინაო დავალება, სამოქმედო გეგმა და რეფორმები, რომელმაც განაპირობა დღეს, სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ დღეიდან ევროპა აღარ იქნება მხოლოდ დიპლომატების და მთავრობის წევრების. „შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან ევროპა გადადის უბრალო ადამიანების გულებში. უბრალო ადამიანები შედიან ევროპულ ოჯახში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირიდან“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მიიღო და წარმატებით სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა.

 

 

„ეს პროცესში დაიწყო სამი საუკუნი წინ, როდესაც სულხან-საბა ორბელიანი პირველად ჩავიდა ევროპაში და პირველად ითხოვა ევროპის მხარდაჭერა საქართველოსთვის. ამ მისიის წარმატებით შესრულება კი, წილად ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს, ელჩებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ „დღეს, საქართველო ასე ახლოს ყოფილიყო ამ გადაწყვეტილებასთან და იმ აქტთან, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია“. საპარლამენტო უმრავლესობი ლიდერმა განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა. „ასევე ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო თოთოეულ საჯარო მოხელეს, რომელთა შრომა, თავდადება იყო გადამწყვეტი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარლამენტში დღეს მიღება გაიმართა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი