„ჩემს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას ვულოცავ დღევანდელ დღეს, რადგან საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა", - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ევროპარლამენტის მიერ საქარველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო გზას, რომელიც არჩეული აქვს, არ გადაუხვევს.
„საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ მომენტში, დარწმუნებული ვარ, აღარ ახსოვთ ვინ ვისი ოპონენტია და ვინ ვის აკრიტიკებს. მთავრია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვართ ერთიანები. მთავარია, რომ საქართველო ნელ-ნელა ხდება ევროპის ნაწილი და მთავარია, რომ ამ გზიდან ჩვენი ქვეყანა არ გადაუხვევს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავისი რეფორმებით, გზით, რომელიც უკვე არჩეულია, მიაღწევს უდიდეს წარმატებას ევროპულ გზაში, ევროპელებთან ერთად და ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.