თემურ შაშიაშვილი: საშიში „ნაციონალური მოძრაობა” არ არის, საშიშია ის ხელისუფლება, რომელიც აძლიერებს მას
19-03-2015, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში პატიოსნების და განათლების დეფიციტია. მისი თქმით, პირველი საზომი პატიოსნებისა და განათლებულობის არის, არ წახვიდე იმ თანამდებობაზე, რომლისთვისაც მზად არ ხარ. „დიდი ხანია, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ძალიან ცოტა ვინმე თუ იყო იმ თანამდებობისთვის მზად, რომელზეც დაინიშნა. მორალის პრინციპების შემოტანა პოლიტიკაში დღეს ძალიან გვჭირდება”, -აცხადებს შაშიაშვილი.

 


„თეთრების” ლიდერის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებას” ერთმანეთი არნახულად სჭირდებათ. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ. მისივე თქმით, ამ ორ პოლიტიკურ ძალას არ სურს, სხვა იყოს ასპარეზზე, მათ ერთმანეთის შენარჩუნება უნდათ, რაც საქართველოსთვის კარგი არაა.

 

 

„ვინც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც 9 წლის განმავლობაში გაუბედურების მეტი არაფერი გაუკეთებია, ავადმყოფურად მოაზროვნე ადამიანები არიან. ელემენტარული პატიოსნება იმას ნიშნავს, რომ მართალი იყო ხალხთან და სწორს ელაპარაკებოდე, მით უფრო, როცა ხელისუფლებაში ხარ. არ შეიძლება, მუდმივად ატყუებდე ან თავს იმართლებდე. მიხეილ სააკაშვილმა ბუტაფორიული სახელმწიფო შექმნა, რომელიც მუდამ თავს იმართლებდა, ასე იქცევა ახალი ხელისუფლებაც, ამაში კი ჰგვანან ერთმანეთს. სააკაშვილი თავისი საქმიანობით არნახულად კმაყოფილი იყო, ასევეა დღევანდელი მთავრობაც. ჩვენ არც ბუტაფორიული სახელწიფო გვინდა და არც ილუზორიული. დრო ადასტურებს, რომ გზა, რომლითაც მოვდივართ, არაა ქართული, ეს შეუთავსებელ პოლიტიკურ ძალთა ურთიერთდაპირისპირების პერიოდია 1990 წლიდან დღემდე. ისინი ერთმანეთს ებრძვიან, ერთი გადააგდებს მეორეს, გადამგდები მეორე დღიდანვე ემსგავსება გადაგდებულს და აგრძელებს მის გზას. საუბედუროდ, ყველა პარლამენტი მის წინაზე უარესია”, -აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 


„თეთრების” ლიდერის განცხადებით, დღეს პოლიტიკური პარტიების დრო არ არის. პარტიებმა მიიყვანეს ამ დონემდე ქვეყანა. პოლიტიკოსებმა და პარტიებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს შექმნილი მდგომარეობისთვის. მისივე განმარტებით, ეს არის სკამისთვის ბრძოლის შედეგი და არა საქართველოსთვის. ეს ყველაფერი კი გაჩუმებული ინტელიგენციის შემწეობითაც მოხდა. დღეს იმ პოლიტიკოსების დროა, რომლებიც სახელწიფოებრივად აზროვნებენ.

 


„საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან და ფინანსდებიან, ქართულ საქმეს არ აკეთებენ. ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო უარესდება, რადგან უცხოურმა ანტიქართულმა ძალებმა ქართული ბიზნესიც და ბიზნესმენებიც ხელში ჩაიგდეს.

 

 

საშიში „ნაციონალური მოძრაობა” არ არის, საშიშია ის ხელისუფლება, რომელიც აძლიერებს ამ ორგანიზაციას. საშიშია ის პროცესები, რომელიც რეალურად მიდის „ქართული ოცნების” შიგნით და ასევე საშიშია ხალხის განწყობა, რომელიც ფიქრობს, გადარჩენა ბელადში და მილიარდებშია. ხალხმა უნდა მიხედოს ხელისუფლებას და მოიყვანოს ისეთი მთავრობა, რომელიც არა საკუთარ ინტერესებზე, არამედ ხალხზე და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე იფიქრებს”, - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 

 

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=58717

~

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი