თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა, რაც დიდი წარმატებაა, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა.
როგორც ელჩმა პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხმა ევროპარლამენტის დეპუტატთა 86%-ის მხარდაჭერა მიიღო.
გიორგი კვირიკაშვილმა იანოშ ჰერმანს ვიზა-ლიბერალიზაციის „რთულ და ხანგრძლივ პროცესში“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ევროპარლამენტში ჩატარებული ხმის მიცემის შემდეგ შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მას შემდეგ, რაც მივულოცე პრემიერ-მინისტრს, მინდა ყველა თქვენგანს, საქართველოს მოსახლეობას მიღწეული შედეგი მოგილოცოთ. ეს შესანიშნავი შედეგია. ეს მიღწევა თქვენი და საქართველოს მიერ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ - ჩემი გამოთვლებით, 86%-მა, ყველა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას დაუჭირა მხარი. ეს აჩვენებს იმ პატივისცემას, რომლითაც ევროპარლამენტია გამსჭვალული საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტის მიმართ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა, საუბრისას, ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.