პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობა არ დაესწრება.
გიორგი მარგველაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ვიცე-სპიკერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას 11:00 საათიდან დაიწყებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მიიღებენ.
შეხვედრის დროს, „საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე ისაუბრებენ.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა. აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები მარგველაშვილმა პარლამენტს 25 იანვარს გადაუგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.