შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება პასუხგაცემული იქნება „ეფექტური და მტკიცე" ფორმით.
BBC-ის ცნობით, მატისმა ამის შესახებ სამხრეთ კორეაში ისაუბრა, სადაც ტოკიოში გაფრენამდე მან სეულისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მან ასევე კვლავ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეაში 2017 წელს სარაკეტო თავდაცვის სისტემას განალაგებს.
ჩრდილოეთ კორეის მრავალჯერადი სარაკეტო და ბირთვული გამოცდები და აგრესიული განცხადებები რეგიონს შეშფოთებულ მდგომარეობაში ამყოფებს.
შეერთებულ შტატებს, ომის შემდგომი თავდაცვითი ხელშეკრულების შესაბამისად, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში საგრძნობლად დიდი ოდენობით სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული.
სამხრეთ კორეაში 28 500 ამერიკელი სამხედრო არის წარმოდგენილი, რისთვისაც სეული ყოველწლიურად, დაახლოებით, 900 მლნ აშშ დოლარს იხდის. პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორივემ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ იმისათვის, რომ ამერიკული ჯარები დარჩნენ აღნიშნულ ქვეყნებში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ.
პენტაგონის განცხადებით, მატისის ვიზიტი სამხრეთ კორეაში არის იმის დადასტურება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რჩება მტკიცედ მხარდამჭერი რეგიონის თავდაცვის მიმართულებით.
თავის სამხრეთ კორეელ კოლეგასთან, ჰან მინ-კოსთან შეხვედრის შემდეგ, მატისმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„ნებისმიერი თავდასხმა შეერთებულ შტატებზე თუ ჩვენს მოკავშირეებზე იქნება დამარცხებული და ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას პასუხი გაეცემა ეფექტურად და მტკიცედ".
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღი მეხუთედ გასულ წელს გამოსცადა. ფხენიანი ამტკიცებს, რომ მას გააჩნია შესაძლებლობა, განახორციელოს ბირთვული თავდასხმა შეერთებულ შტატებზე, თუმცა, ექსპერტები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, რომ ჩრდილოეთ კორეის ტექნოლოგია ამ დონემდე არის განვითარებული.
ბოლო პერიოდში, ჩრდილოეთ კორეამ ასევე განაცხადა, რომ მას აქვს კონტინენტშორისი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა, რომელსაც გააჩნია საშუალება, რომ შეერთებული შტატების მიწამდე მიაღწიოს.
ობამას ადმინისტრაციის დროს, შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ განალაგონ სამხრეთ კორეაში მაღალი ტექნოლოგიების თავდაცვის სისტემა, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის თავდასხმებისგან თავდაცვა იქნება, მაგრამ ჩინეთმა და რუსეთმა აღნიშნულ ნაბიჯს არასაჭირო და პროვოკაციული უწოდეს. პეკინის განცხადებით, ეს „გაცილებით სცილდება თავდაცვას, რომელსაც კორეის ნახევარკუნძული საჭიროებს".
მატისმა ჩინეთი დაამშვიდა და განაცხადა, რომ „სხვა ერი გარდა ჩრდილოეთ კორეისა, არ უნდა იყოს შეწუხებული ამერიკული თავდაცვის სისტემის გამო".
მატისი სეულში შეხვედრების გამართვის შემდგომ იაპონიაში გაფრინდა, სადაც 50 000 ამერიკელი ჯარისკაცი და დამატებით მათი მომსახურე პერსონალი და თანამშრომლები არიან ბაზირებული.
2016 წელს შეერთებულმა შტატებმა 5.5 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა თავისი იაპონური ბაზებისთვის, ხოლო იაპონიამ გასულ წელს 4 მილიარდი დოლარი გადაუხადა ვაშინგტონს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.