ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძეს განცხადებაზე, რომ უვიზო რეჟიმით „ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებიც შეძლებენ სარგებლობას“, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა უწყება აცხადებს, რომ „ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე შეიძლება ვრცელდებოდეს და არანაირად არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“.
„ჯანელიძის განცხადებას განვიხილავთ, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართვის მორიგ უხეშ მცდელობას. აშკარაა, რომ ე.წ. „ნეიტრალური პასპორტების“ იდეის სრული მარცხის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს მცდელობა მარცხს განიცდის.... ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა აფხაზეთის მოქალაქეები საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენოს, უპერსპექტივოა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.