დავით ნარმანია: 2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს
03-02-2017, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2016 წელს ჩვენ განვახორციელეთ ისეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც „ახალი ტფილისია“, - თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ სასტუმრო „რადისონში“ გამართულ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

 


მერის თქმით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, მათ შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ავთენტური იერსახით შენარჩუნდა შენობების ფასადები და ისტორიული ორნამენტები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს, ისტორიულ სადარბაზოებს. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კეთილმოეწყო სავალი გზა.

 


აღმაშენებლის გამზირის გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არაერთ სახლს ქვემო კალაუბანში, შენობებს - ყავლაშვილის ქ. N9-ში, კოსტა ხეთაგუროვის N7 -ში, უზნაძის ქ. N4 -ში.

 


რეაბილიტაცია დაიწყო ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე არეალზე, ნარიყალას ისტორიულ ციხე-სიმაგრეზე, შალვა დადიანის ქუჩა N34-32 -ში არსებულ უძველეს ისტორიულ სახლებზე.

 


„2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის განახლების და გამოყენების ხელშეწყობის გზით, ეკონომიკის სტიმულირება და განვითარება. უფრო კონკრეტულად, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას და მისი მიმზიდველობის ამაღლებას როგორც ადგილობრივი, ისე დინამიურად მზარდი უცხოური ტურისტული ნაკადებისთვის. ქვეყნის და განსაკუთრებით დედაქალაქის მიმართ ბოლო წლებში გაზრდილი ინტერესი, წარმოადგენს საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში ქალაქმა შეძლოს მზარდი შემოსავლების მიღება და სამომავლოდ, ამ დინამიკის ზრდის ხელშეწყობა, რაც თბილისის ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების და მისი მდგრადობის ამაღლების წინაპირობაა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი