ნიკა გვარამია: საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საქმე შემთხვევასთან - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ამხელენ სისტემას შიგნიდან
03-02-2017, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს საქმე შემთხვევასთან, როდესაც უმაღლესი ინსტანციის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ამხელენ სისტემას შიგნიდან, ამხელენ ხელისუფლებას შიგნიდან და აცხადებენ მათზე მიმდინარე უხეში ზეწოლის შესახებ", - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ დანაშაულებრივ საქმიანობაში პრეზიდენტის გარდა, ყველა სახელისუფლებო შტოა ჩართული.

 

 

„მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ე.წ. აკრძალული კომუნიკაციების შესახებ კანონი არეგულირებს, ამ შემთხვევაში ხდება მიმართვა იუსტიციის საბჭოსთვის და დაჯარიმება უკანონო კომუნიკატორის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის შემთხვევა უბრალოდ უკანონო კომუნიკაციის, ეს არის შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ მათზე მიმდინარეობს იმგვარი ზეწოლა, რომელიც უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის ნორმებით, კერძოდ, მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევის ნორმით.

 

 

ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად არ ჩავატარეთ არც ერთი ბრიფინგი და არ გავაკეთეთ არც ერთი განცხადება, ვიდრე არ დასრულდებოდა ვიზა-ლიბერალიზაციაზე საბოლოო კენჭისყრა, ვინაიდან, ვიცით, რომ ევროპარლამენტი ძალიან სენსიტიურია ისეთი თემების მიმართ, რომელიც ეხება მედიის და სასამართლოს თავისუფლებას და ვიცით, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ბევრჯერ გახდა გადამწყვეტი და მათ შორის ამ მიზეზით არაერთხელ გადაიდო კენჭისყრა ევროპარლამენტში. დღეს, როცა ეს პროცესი დასრულებულია, ჩვენ ამ განცხადებას ვაკეთებთ და გავასაჯაროვებთ რამდენიმე ინფორმაციას: პირველ რიგში, გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან - რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროვება? - ეს კითხვა რიტორიკულია, რამდენადაც ჩვენ ვიცით პასუხი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე. ის არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ ან გაეტანათ განცხადება, ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები - დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე ან ის ადამიანები, რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები.

 

 

ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება, როგორც უზენაესი სასამართლოს, ისე პროკურატურის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქმედებაში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს, როგორც მორალური, ასევე პროფესიული უფლება დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები სახელმწიფო სისტემაში, მათ შორის, პირველ რიგში, სამართალდამცავ სისტემაში", - განაცხადა გვარამიამ.

 

 

მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა, ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი