თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ, ალბათ, უფრო მოგვიწევს გადავლახოთ ვეტო, ვიდრე გავიზიაროთ წარმოდგენილი შენიშვნები
03-02-2017, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „საერთო სასამართლოების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო ვეტოს დადებამდე იქნებოდა.

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კანონპროექტი მაქსიმალურად სწრაფად შესულიყო ძალაში, რადგან იქ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერები, რომლებიც ეხება საქმეთა განაწილების სისტემას. შესაძლებელი იყო, რომ ის შენიშვნები, რომლებიც არის წარმოდგენილი, მომდევნო ტალღის პროცესში განხილულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვეტოსა და კანონის შეფერხების ფორმით გვიწევს ამაზე მსჯელობა. რაც შეეხება მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების არსს, არსი არის ის, რომ ან ხდება სრულად გათვალისწინება, ან ხდება სრულად უარყოფა. პარლამენტს არ აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ გაითვალისწინოს და ნაწილობრივ არა. არის საკითხები რომელთა გაზიარებაც შეიძლებოდა, მაგრამ არის საკითხები, რომლის გათვალისწინებაც რთული იქნება. ჩვენ ალბათ, უფრო მოგვიწევს გადავლახოთ ვეტო, ვიდრე გავიზიაროთ წარმოდგენილი შენიშვნები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობა არ დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი